ჰოლდინგმა KOPOS KOLIN a.s.ელექტროტექნიკურ ნაკეთობათა წარმოება დაიწყო 1926 წელს. მიუხედავად მკაცრი კონკურენციისა კომპანიამ შეძლო დაეკავებინა ერთერთი ლიდერის პოზიცია ჩეხოსლოვაკიის ბაზარზე.

1994 წელს კომპანიამ განიცადა ძირეული მოდერნიზაცია, აშენდა ახალი სამრეწველო ფართები, განახლდა მანქანა-დანადგარების პარკი. მზარდი საწარმოს ხარისხიანი ნედლეულით უზრუნველსაყოფად კომპანიამ ააშენა საკუთარი PVC-ს შენაერთის საამქრო.

ინოვაციური განვითარების ფარგლებში კომპანიამ შეიმუშავა ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ახალი მეთოდები. დაიწყო ახალი სერიების ელექტროსამონტაჟო მასალების, მათ შორის ორმაგკედლიანი (პარაპეტული) კაბელ–არხების, მიწისქვეშ გასატერებელი ორშრიანი დრეკადი მილების და არაჰალოგენური ფართო ასორტიმენტის ნაწარმის სერიულად გამოშვება.

დღეისათვის ჰოლდინგ KOPOS KOLIN a.s.-ს ნაწარმის ასორტიმენტი ითვლის რამდენიმე ათას ნაკეთობას.

განსაკუთრებულ ყურადღებას KOPOS KOLIN a.s. ამახვილებს პროდუქციის ხარისხსზე.

ახალი პროდუქცია ყოველთვის პასუხობს ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს, რაც დასტურდება სისტემურად ჩატარებული სასერტიფიკაციო ტესტებით.

კომპანია KOPOS KOLIN a.s.-ს არის ISO 9001, ISO 14001 და ISO 50001 ნორმების შესაბამისობის სერტიფიკატის, ასევე მოწმობების „უსაფრთხო წარმოება“ და „ჩეხური ხარისხი“-ს მფლობელი. ეს იძლევა 100% გარანტიას ტექნოლოგიური პროცესების დაცვის და როგორც შედეგი, გარანტიას ხარისხის და ნაკეთობათა უსაფრთხოების.

კომპანია ოპერატიულად რეაგირებს ბაზრის ზრდის მოთხოვნებზე, რაც ეხმარება მას მუდმივად დარჩეს ლიდერის პოზიციაზე.

2009 წელს კომპანია KOPOS KOLIN a.s.-მა საქართველოში დააფუძნა კომპანია KOPOS ELECTRO. ეს რიგით მე–13 შვილობილი წარმომადგენელი კომპანიაა, რომელიც წარმატებით მუშაობს საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ბაზრებზე.

ჰოლდინგის პროდუქცია წარმოადგენს ელექტრო საინსტალაციო მასალების ფართო სპექტრს, როგორიცაა:

სადენე და სატელეკომუნიკაციო გაყვანილობის კაბელ არხები;

სხვადასხვა სახის და დანიშნულების მილები გაყვანილობისთვის;

ლითონის საკაბელო მზიდი სისტემები;

სხვადასხვა სახისა და დანიშნულების ელექტრო კოლოფები;

სამაგრი მასალები;

ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქცია სრულად მზადდება ჰოლდინგ KOPOS KOLIN a.s. - ს საწარმოში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, შეესაბამება ევროკავშირის ქვეყნებში ყველა აუცილებელ სტანდარტის ნორმებს, და ასევე სერტიფიცირებულია ISO 9001, ISO 14001 და ISO 50001 საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ნაწარმის სრული კატალოგის ხილვა შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე.

ძირითადი პროდუქცია

  1. ელექტროსამონტაჟო კოლოფები და დამხმარი დეტალები
  2. ელექტროსამონტაჟო კაბელ-არხები და მომყოლი დეტალები
  3. ელექტროსამონტაჟო მილები და დამატებითი დეტალები
  4. სამაგრი მასალები
  5. კაბელების მზიდი სისტემები "system MARS/JUPITER"
  6. მეტალის ხუნდები კაბელებისათვის
  7. დამცავი მილები "KOPOFLEX" "KOPODUR" "KOPOHALF"
  8. ამრეკლი ბლოკები "NEUTROSTOP"
  9. პარაპეტული არხები
  10. სახლების ელექტრო სამონტაჟო რეკონსტრუქცია

დაინტერესების შემთხვევაში, შემდგომი ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის მიზნით მოხარული ვიქნებით მოგაწოდოთ სრული, ამომწურავი ინფორმაცია, ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქციასთან დაკავშირებით.

ნაწარმის ხილვა შესაძლებელია ასევე ჩვენს კორპორატიულ საიტებზე:
www.kopos.com
www.kopos.ge

კოპოს ელექტრო
ქიზიყის ქ. № 13
თბილისი/საქართველო 0182.
ტელ/ფაქსი: +995 32 236 81 91; +995 32 254 94 84;
გაყიდვების განყოფილება: +995 5 74 74 03 05; +995 5 74 74 03 06.


Logo KOPOS                    Logo KOPOS                    Logo KOPOS

Logo KOPOS                    Logo KOPOS                    Logo KOPOS